|
2026-04-23 11:35:53, 2814 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად - საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
თიბისიმ, მომხმარებელთა ყოველდღიურობის გასამარტივებლად, კიდევ ერთი ახალი პროდუქტი დანერგა - მობაილბანკის მომხმარებელ ფიზიკურ პირებს საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება უკვე ფილიალში ვიზიტის ან ვებ-ბანკში შესვლის გარეშე, პირდაპირ მობილური აპლიკაციიდან შეუძლიათ. საერთაშორისო გადარიცხვები ხელმისაწვდომია უცხოურ ვალუტაში და პროცესი მომხმარებლის კომფორტზე მაქსიმალურად არის მორგებული- მას აღარ უწევს დამატებითი მონაცემების ხელით შეყვანა, რადგან სისტემა ავტომატურად აიდენტიფიცირებს ბანკის კოდს, სახელსა და ქვეყანას. მომხმარებელს ასევე შეუძლია დანიშნულების მითითება როგორც შაბლონურად, ისე საკუთარი ტექსტით. საჭიროების შემთხვევაში კი, სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის მოთხოვნას. მობაილაპში ხელმისაწვდომია გადარიცხვის ორი ტიპი: • გარანტირებული - ამ ტიპის გადარიცხვის არჩევისას მომხმარებელი წინასწარ იხდის საკომისიოს, რადგან მიმღებმა გარანტირებულად სრულად მიიღოს მის მიერ გადარიცხული თანხა და მას არ მოუწიოს საკომისიოს გადახდა. • არაგარანტირებული - ამ ტიპის გადარიცხვას არ ემატება საკომისიო, თუმცა ის რომ მიმღები სრულად მიიღებს გადარიცხულ თანხას გარანტირებული არ არის. გადარიცხვისას შესაძლებელია, ჩამოიჭრას შუამავალი ბანკის საკომისიო. გადარიცხვის დეტალური ინსტრუქციისა და პირობების სანახავად გადადით შესაბამის ბმულზე. საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ დროსა და ადგილას - მხოლოდ მობილური ტელეფონით. მომხმარებლებისთვის სწრაფი, მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო გამოცდილების შესათავაზებლად, თიბისი მუდმივად ავითარებს და ამარტივებს ციფრულ სერვისებს.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)