|
2026-04-17 15:26:39, 3080 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციის ალიანსმა მაღალი ფასების შესამცირებლად საკუთარი ხედვა წარადგინა
ოპოზიციის ალიანსმა საქართველოში მაღალ ფასებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საზოგადოებას საკუთარი ხედვა გააცნო. "დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ, რომ ქვეყანა იმართება არასწორად: სახელმწიფო ჩაფლულია კორუფციაში, არის დიდი რეგულაციური და საგადასახადო ტვირთი. არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, სახელმწიფო არის იზოლაციაში დემოკრატიული სამყაროსგან, რამაც საბოლოოდ გააჩერა გარედან შემოსული ინვესტიციები. სახელმწიფო სტრუქტურები, როგორიცაა ეროვნული ბანკი, ერთი პარტიის ინტერესების მსახურად იქცა, ხოლო ბიუჯეტი ივანიშვილთან დაკავშირებული კლანის მიერ პირწმინდად იძარცვება. არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და კორუფცია პირდაპირ უძვირებს ბიზნესს ყველაფრის ფასს. განსაკუთრებით მტკივნეული პროდუქტების გაძვირება გახდა ნავთობის კრიზისის დაწყების შემდეგ. ყველა პასუხისმგებლიანი სახელმწიფო ესეთ დროს ცდილობს საკუთარ მოქალაქეებს შეუმსუბუქოს ცხოვრება და სწორი ნაბიჯები გადადგას: ზომები მიიღოს გადასახადების შემცირებით, რათა ფასების მყისიერი ზრდა შეაჩეროს, ასე მოიქცა გერმანია, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი, ავსტრალია და ა.შ. ქართული ოცნება ამას არ აკეთებს, რადგან დიდი გადასახადები ბიუჯეტის შევსების ადვილ წყაროდ ესახება, ხოლო სავსე ბიუჯეტი ადვილად გასაქურდ ლუკმად". - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში. ოპოზიციის ალიანსი ფიქრობს, რომ ფასებსა და მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენას შემდეგი ფაქტორები ახდენს:
მათ საკუთარი ხედვა წარმოადგინეს, რა ნაბიჯებიც მყისიერად უნდა გადაიდგას ამ პრობლემის მოსაგვარებლად:
"ამ ცვლილებებით ეკონომიკას ექნება დაახლოებით 1.6 მილიარდი ლარის მყისიერი საგადასახადო შეღავათი და ეს ფული დარჩება ხალხს, არ გახდება ქართული ოცნების ქურდი მმართველი კლანის ნადავლი. ეს, ასევე, მაშინვე გააიაფებს საწვავს დაახლოებით 20 თეთრით და დაგვეხმარება ფასების მყისიერი ზრდის თავიდან აცილებაში ან მინიმუმ, შეფერხებაში და სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნაში". - წერია ალიანსის განცხადებაში. ოპოზიციის ალიანსმა საშუალო და გრძელვადიანი ნაბიჯებიც დაასახელა, რაც მათი აზრით, უნდა გადაიდგას:
ალიანსის ხედვის მიხედვით, მყისიერად რა მოცულობის ფული დარჩება ეკონომიკაში:
ალიანსმა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზეც ისაუბრა:
"გვინდა, ფასების პრობლემაზე ვილაპარაკოთ, რაც საქართველოს ყველა მოქალაქეს აწუხებს - განსაკუთრებით, ყველაზე ღარიბ ოჯახებს. ფასებთან დაკავშირებით რეჟიმის მხრიდან რამდენიმე პროპაგანდისტულ ხაზს ვხედავთ. ერთი, რომ თითქოს, ქვეყანაში ფასების კატასტროფული ზრდა გლობალური და რეგიონული პრობლემებითაა გამოწვეული. მეორე, თითქოს, საპარლამენტო და სამთავრობო კომისიები და სუპერმარკეტებში სუს-ის რეიდები ფასებზე რაღაცნაირად იმოქმედებს და მას დაწევს. ეს ყველაფერი ტყუილია. ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს ვაჩვენოთ, სინამდვილეში რა არის მაღალი ფასების გამომწვევი მიზეზი და როგორაა ის პირდაპირ დაკავშირებული არსებული რეჟიმის მიზანმიმართულ პოლიტიკასთან, რომლის მიზანია არა ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება და მათ შორის, სახელმწიფოს ხელში არსებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტები მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება, რომ რეჟიმმა ძალაუფლება შეინარჩუნოს და ამის გამო, ფასების ზრდა ხდება, რაც მოქალაქეებს აღარიბებს". - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.
ივანიშვილის წარმომადგენელი ბოჭორიშვილი განმარტავს, რატომ არ დაუჭირა მხარი, პუტინის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
17 მაისთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ქუჩებს კეტავს
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)