23:18 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-15 17:57:23, 7058 ნახვა

სამართალი
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა

კომპანიების „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი და დირექტორი ივანე გოგლიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს, რასაც მისი ადვოკატი, კახა წერეთელი ადასტურებს. ბიზნესმენი ნახევარი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მისი წინასწარი პატიმრობა შეიცვალა.

ივანე გოგლიძე რამდენიმე თვის წინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. მას ბრალი ედება სამართალდამცავი ორგანოებისთვის (შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის სამინისტრო) დიდი რაოდენობით ყალბი და საშიში დაკონსერვებული თევზის მიწოდებაში.

გამომძიებლები აცხადებენ, რომ 380 000 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია ადამიანის მოხმარებისთვის უვარგისი იყო.

გოგლიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით წაუყენეს, რაც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი საკვები პროდუქტების ფალსიფიცირებას გულისხმობს. ეს დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics