|
2026-04-14 21:33:27, 5233 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი და BSTDB საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და მწვანე ინვესტიციების მხარდასაჭერად პარტნიორობას აფართოებენ
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საქართველოში მეწარმეობისა და მდგრადი განვითარების მხარდაჭერას აძლიერებს. ბაზისბანკისთვის გამოყოფილი ახალი კომბინირებული ფინანსური რესურსით, BSTDB კიდევ უფრო მყარად იკავებს რეგიონში ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკური განვითარების კატალიზატორის როლს. დამტკიცებული 25 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური პაკეტის ფარგლებში, BSTDB ახალ დაფინანსებას თავისი მრავალწლიანი და სანდო პარტნიორის – ბაზისბანკის მეშვეობით მიმართავს. პროექტი მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე პროექტების მხარდაჭერას, რაც ხელს შეუწყობს ზრდის ახალ შესაძლებლობებსა და კლიმატის მიმართ გონივრული ინვესტიციების განხორციელებას. აღნიშნული რესურსი სრულად შეესაბამება BSTDB-ის მცირე და საშუალო ბიზნესის და კლიმატის ცვლილების სტრატეგიას. პროექტი შექმნილია ბიზნესის გაძლიერების, ინოვაციების სტიმულირებისა და ქვეყნის უფრო მდგრად და სტაბილურ ეკონომიკაზე გადასვლის მხარდასაჭერად. BSTDB-ის პრეზიდენტმა, დოქტორმა სერჰატ ქოქსალმა აღნიშნა: „მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება და მწვანე ტრანსფორმაციის ხელშეწყობა BSTDB-ის მისიის ქვაკუთხედია. ისეთ ძლიერ ადგილობრივ პარტნიორებთან ძალების გაერთიანებით, როგორიც ბაზისბანკია, ჩვენ არა მხოლოდ ვაფართოებთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, არამედ ბიზნესს ვაძლევთ გაზრდის შესაძლებლობას, დანერგოს ინოვაციები და წვლილი შეიტანოს უფრო მდგრადი მომავლის შექმნაში. ეს ახალი ფინანსური რესურსი ასახავს ჩვენი ამოცანისადმი მტკიცე ერთგულებას, რეალური გავლენა მოვახდინოთ იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად საჭიროა“. „მოხარული ვართ, რომ ამ ახალი ფინანსური პაკეტის ფარგლებში BSTDB-სთან ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას ვაგრძელებთ და ვაღრმავებთ. აღნიშნული რესურსი დაგვეხმარება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს და გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე ინვესტიციების დაფინანსებაში. გვჯერა, რომ ეს პარტნიორობა ბიზნესისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის და ხელს უწყობს საქართველოში უფრო მდგრად ეკონომიკურ ზრდას“. – განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ. BSTDB აგრძელებს შავი ზღვის რეგიონის ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რათა შექმნას ეფექტური ფინანსური გადაწყვეტილებები, რომლებიც კონკურენტუნარიანობას, მდგრადობასა და გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
ბაზისბანკის შესახებ ბაზისბანკი ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით საქართველოში სიდიდით მე-3 ბანკია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საბანკო, სადაზღვევო და სალიზინგო პროდუქტებსა და მომსახურებას, რითაც ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის ადგილს იმკვიდრებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა ბაზისბანკს მთელი მსოფლიოს, მათ შორის აზიის რეგიონის არაერთი რეიტინგული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის, კომერციული ბანკისა და საინვესტიციო ფონდის სანდო პარტნიორის გამორჩეულ უპირატესობას ანიჭებს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.basisbank.ge BSTDB-ის შესახებ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომლის სათაო ოფისი საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში მდებარეობს. წევრი ქვეყნების საჯარო და კერძო სექტორებში პროექტებისა და ვაჭრობის დაფინანსების, სესხების, საკრედიტო ხაზების, კაპიტალისა და გარანტიების გაცემის გზით, ბანკი მხარს უჭერს ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობას. ბანკის ავტორიზებული კაპიტალი 3.45 მილიარდ ევროს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.bstdb.org
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)