|
2026-04-13 14:31:41, 24863 ნახვა
Lifestyle
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ბრიტნი სპირსი ნებაყოფლობით მოეწყო რეაბილიტაციის ცენტრში რამდენიმე კვირის წინ იგი ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის დააკავეს. TMZ-ის ცნობით, სპირსი ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულების რეაბილიტაციის ცენტრში მოექცა. პროგრამა, რომელსაც მომღერალი გაივლის, 30 დღის განმავლობაშია დაგეგმილი. თუმცა, TMZ იუწყება, რომ შესაძლებელია სპირსი რეაბილიტაციაში უფრო დიდხანს დარჩეს ან, პირიქით, ადრე წავიდეს, როგორც ეს მან წარსულში რამდენჯერმე გააკეთა. Billboard იხსენებს, რომ მარტის დასაწყისში ბრიტნი სპირსი პოლიციამ კალიფორნიაში ნასვამ მდგომარეობაში მართვის ეჭვის საფუძველზე დააკავა. მომღერალი გირაოთი გაათავისუფლეს. სპირსის წარმომადგენლებმა იმ დროს განაცხადეს, რომ ინციდენტს „არანაირი გამართლება“ არ ჰქონდა, თუმცა აღნიშნეს, რომ მომღერალი „აპირებს შესაბამისი ზომების მიღებას“, რაც შეიძლება იყოს „პირველი ნაბიჯი მის ცხოვრებაში დიდი ხნის ნანატრი ცვლილებისკენ“.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)