|
2016-04-01 10:26:06, 569 ნახვა
საზოგადოება
“თიბისი გალერეა” კონსტანტინე მინდაძის პეროსნალურ გამოფენას მასპინძლობს
“თიბისი გალერეა” მულტიმედია არტისტის, კონსტანტინე მინდაძის პროექტს, „სიცოცხლის ფორმები -დევიაცია" (მეორე ნაწილი) მასპინძლობს. ექსპოზიცია „სიცოცხლის ფორმები - წონასწორობების" გაგრძელებას წარმოადგენს და მასზე ავტორი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. გამოფენის იდეა არტისტს თავისთავად, დაუგეგმავად გაუჩნდა, მას შემდეგ რაც ბავშვობის მეგობარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა გამოფენა ტრაგიკულ შემთხვევაზე არა არის, ის სუიციდის, როგორც „ამოუხსნელი ფაქტის" ახსნის მცდელობას წარმოადგენს. არტ-ობიექტების შექმნისას არტისტის ინსპირაციის წყარო ალბერ კამიუს, ფრანც კაფკას, ონორე დე ბალზაკის, თეოდორ დოსტოევსკის, დევიდ ჰიუმის, კარლ იასპერსის და შორენ კირკერგარდის შემოქმედება გახდა. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი გიგი ფალავანდიშვილის თანარეჟისორობით შექმნილი ფილმსაც იხილავს, სადაც კონსტანტინე მინდაძის მიერ ბოლო 15 წლის მანძილზე განხორციელებული პროექტებიდან ამონარიდები იყო ნაჩვენები. კონსტანტინე მინდაძე მულტიდისციპლინარული ვიზუალ-არტისტია, რომელიც ცნობილი ჰოლანდიური არტ -საზოგადოების „Arti et Amicitiae" წევრია. იგი არაერთი საერთაშორისო ჯგუფური და პერსონალური გამოფენის მონაწილე და ავტორია, როგორც საქართველოში, ისე ევროპასა და აშშ-ში. კონსტანტინე მინდაძის ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა კორპორაციულ და კერძო კოლექციებში. ბოლო წლების განმავლობაში ავტორის ინსტალაციები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. „სიცოცხლის ფორმები -დევიაცია" დამთვალიერებელს თიბისი გალერეაში 9 აპრილამდე ელოდება.
(R)
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)