|
2026-04-08 16:20:33, 8101 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ბურჭულაძეს, მის ყოფილ მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო არ გაუფორმა
პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთხრა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს შეთანხმება გაუფორმდება. დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ბურჭულაძის, ხაინდრავასა და მხეიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა. "ბრალდების მხარემ განიხილა საქმეში არსებული ინფორმაცია, განცხადებები, ბრალდებულების დამოკიდებულება - არსებობდა თუ არა მათი მხრიდან მზაობა, რომ გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება, მოცემულ შემთხვევაში პროკურატურამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მათ შორის, თანამშრომლობიდან გამომდინარე, საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო ვლადიმერ ღუდუშაურთან. [...] ფაქტობრივად, დასკვნით სიტყვებზე ვიყავით უკვე მოსულები, როდესაც მოგვმართეს [საპროცესოს გაფორმების თხოვნით]. ბრალდების მხარემ თქვა დასკვნითი სიტყვა, რომლითაც მოითხოვა მათ მიმართ არსებითი განხილვის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა" - განაცხადა საქმის პროკურორმა, ანი ლეკიაშვილმა. რაც შეეხება ღუდუშაურთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, პროკურორის თქმით, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინეს, რომ ღუდუშაური "საქმის პირველივე დღეებიდან გამოძიებასთან თანამშრომლობდა". მისივე თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძეს დაახლოებით 2 მილიონ-ნახევარი ლარის ღირებულების ქონება ჩამოერთვა. ცნობისთვის, ჯუანშერ ბურჭულაძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით 26 მარტს მიმართა.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)