|
2016-03-31 19:36:54, 5871 ნახვა
კულტურა
კინომცოდნე - თეატრის და კინოს უნივერსიტეტის დოცენტი ზურაბ მანაგაძე გარდაიცვალა
ხანგრძლივი ავადმოფობის შემდეგ, კინომცოდნე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის დეკანი ზურაბ მანაგაძე გარდაიცვალა. ზურაბ მანაგაძემ 1994 - წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოფაკულტეტი კინომცოდნის სპეციალობით 1969-74 - წლებში მუშაობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ჯერ ადმინისტრატორად, შემდგომ კი - სალიტერატურო ნაწილის გამგედ. 1990-97 - წლებში იყო რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოფაკულტეტის დეკანატის ლაბორანტი, და შემდეგ - ფაკულტეტის დეკანი. 1997-2006 - წლებში მუშაობდა თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში ჯერ სასწავლო-მეთოდური განყოფილების გამგის მოადგილედ, ხოლო შემდეგ - ხელოვნების ფაკულტეტის დეკანად. ინტეგრაციის შემდეგ, 2006 წლიდან დღემდე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა. 2003 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. გამოქვეყნებული აქვს 10 სამეცნიერო შრომა, 100-მდე საგაზეთო სტატია. არის სამი წიგნის გამოცემის რედაქტორი, ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი. აქვს დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების, სასწავლო პროცესში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის. შესრულებული აქვს რამდენიმე კინოროლი. ზურაბ მანაგაძე 1950 წლის 12 აპრილს დაიბადა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)