|
2026-04-03 11:02:10, 4637 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით კონკურსი "ისაუბრე ფულზე - ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე" იწყება
ბაზისბანკი, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს მიერ ორგანიზებული ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი აქტივობების მხარდამჭერია. ფულის გლობალური კვირეული საერთაშორისო ცნობიერების ასამაღლებელი ყოველწლიური კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და ფინანსური კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუმ" 2026 წელი ციფრული განათლებისა და კიბერუსაფრთხოების წლად გამოაცხადა. სწორედ ზემოაღნიშნული თემების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, საქართველოს ეროვნული ბანკის პლატფორმა “ფინედუ” აცხადებს კიბერუსაფრთხოების თემაზე კომიქსების ღია კონკურსს სახელწოდებით "ისაუბრე ფულზე - ისაუბრე კიბერუსაფრთხოებაზე", რომლის მხარდამჭერია ბაზისბანკი. კონკურსის მიზანია, მოსწავლეებში კიბერუსაფრთხოების და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფინანსური გადაწყვეტილებებისას ფრთხილი და გონივრული ქცევების პოპულარიზაცია და ამ თემაზე დიალოგის წახალისება. კონკურსის ფარგლებში მონაწილეები გუნდურად შექმნიან კომიქსებს, რომლებიც შემოქმედებითად და ინფორმაციულად წარმოაჩენს კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური უსაფრთხოების მნიშვნელოვან თემებს. კონკურსში ნამუშევრების მიღება 31 მარტს დაიწყება და 27 აპრილს დასრულდება. 15 მაისს გახდება ცნობილი გამარჯვებული გუნდები, რომლებიც ბაზისბანკისგან ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ. კონკურსის შესახებ ხშირად დასმული კითხვები იხილეთ აქ
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)