|
2016-03-31 18:42:28, 668 ნახვა
სამართალი
ბუტა რობაქიძის საქმეზე უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციელი დაიკითხა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე გამართულ პროცესზე ბრალდების მოწმე, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მამუკა ლებანიძე დაიკითხა, რომელიც შემთხვევის ადგილას მომხდარიდან რამდენიმე წუთში მივიდა. როგორც აღინიშნა, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურატურამ წარმოადგინა მოწმე, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი- უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მყოფი პირი. საქმეზე ბრალდებულის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელის, გურამ დონაძის განცხადებით, მოწმე მამუკა ლებანიძემ პროცესზე განაცხადა, რომ მას შემთხვევის ადგილზე არ დაუნახავს, რომ დონაძეს ვინმესთვის რაიმე უკანონო მითითება მიეცეს. „ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც სასამართლოზე პროკურატურამ წარმოადგინა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც საპატრულო პოლიციაში დღესაც მუშაობს. მან პირდაპირ განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე არ დაუნახავს, რომ გურამ დონაძეს ვინმესთვის რაიმე უკანონო მითითება მიეცეს, რომ იარაღები გადაალაგე, გადმოალაგე, არ დაუნახავს, რომ ბუტა რობაქიძესთან გვერდით იარაღი ვიღაცამ დადო და რომ გურამ დონაძეს მიეთითებინა ოპერატორისთვის მისი გადაღება. ეს ადამიანი არის მამუკა ლებანიძე, რომელიც საექსპერტო დასკვნების მიხედვით მომხდარიდან 5 წუთისა და 9 წამის განმავლობაში იმყოფება შემთხვევის ადგილას. ვგულისხმობ იმას, რომ ის იყო იქ, როცა ბუტა რობაქიძე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და სუნთქავდა. მამუკას არ უთქვამს, რომ იარაღები არ შეუმჩნევია ავტომანქანაში. მან თქვა, რომ როცა ადგილზე მივიდა, იქ არ დაუნახავს იარაღები და მოგვიანებით, როცა ჩხრეკები ჩატარადა, იარაღები საბარგულზე დაინახა. ვინ სად დადო, მე ამაზე ამაზე პასუხისმგებლობა რატომ მეკისრება? ჩვენი ბრალი ვერ გავიგე რაშია“, - განაცხადა გურამ დონაძემ. რაც შეეხება საუბარს იმის შესახებ, რომ სასამართლო პროცესები ხელოვნურად ჭიანურდება, დონაძის თქმით, დღეს, მოსამართლემ მკაფიოდ აღნიშნა, რომ სასამართლოს განრიგს თავად აწესებენ. „სასამართლომ აღნიშნა, რომ ვითარებიდან გამომდინარე პროცესები ხელოვნურად არ იწელება. აქ არ იხილება ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმე, იხილება უფლებამოსილების გადამეტება. იარაღის მიტანასაც კი არავინ გვედავება, ყოველშემთხვევაში მე“,-განაცხადა გურამ დონაძემ. ამავე საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ზურა მიქაძის განცხადებით, მას ბრალად შემთხვევის ადგილზე იარაღის მიტანა -ჩადება ედება და დღეს ბრალდების მოწმემ დაადასტურა, რომ მას უკანონო ბრძანება არ გაუცია. „მან თქვა, რომ იარაღი, რომ მიმეტანოს და ვინმესთვის ჩამედო არ დაუნახია. უნდა მივადევნო თვალი, რომ ასეთი ჩვენებისთვის სამსახურიდან არ გაათავისუფლონ. ნეტა, დღევანდელი მოწმე იყოს ერთადერთი მოწმე ამ საქმეში, ეს საქმე დაიხურებოდა“,-აღნიშნა ბრალდებულმა ზურა მიქაძემ. ამასთან, ბრალდებულ ალექსანდრე გვაზავას განცხადებით, პოლიციის თანამშრომელმა მამუკა ლებანიძემ შემთხევის ადგილზე იარაღის არსებობა-არარსებობა ვერ დაადასტურა. „ის მივიდა შემთხვევის ადგილზე მაშინ, როცა უკვე პირები დაკავებული ჰყავდათ, შეეცვალა რომელიღაც თანამშრომელს. პროკურატურამ დღეს უპრეცედენტო საქციელი ჩაიდინა, თავისივე მოტანილი მტკიცებულებების სასამართლოში გამოკვლევაზე უარი თქვა“, -განაცხადა ალექსანდრე გვაზავამ. პროკურორ დავით ნეფარიძის განმარტებით კი, მტკიცებულებების წარდგენას საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ფორმა აქვს და დაცვის მხარე ამ ფორმის დარღვევას ცდილობდა. მისივე თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა განაცხადა, რომ არც ბუტა რობაქიძესთან და არც სხვა დაკავებულ პირებთან, ან ავტომანქანის საბარგულზე ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა არ უნახავს. ბუტა რობაქიძის საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 26 აპრილისთვის ჩაინიშნა, რომელზეც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება და პროკურატურის მოწმეები დაიკითხებიან. შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს- დავით იაშვილს, ალექსანდრე გვაზავას, ირაკლი ფირცხალავას, გურამ დონაძეს, ზაზა ბაქრაძეს და ზურაბ მიქაძეს უფლებამოსილების გადაჭარბებას ედავებიან.
რუსების მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლს კრიტიკა მოჰყვა, რეჟიმის კულტურის სამინისტრო თავს იმართლებს
თაზო დათუნაშვილი რეჟიმის ინიციატივაზე აკონტროლოს ხალხი - ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით
მიქელაძე - ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ
ონიანი - დაანონსებული მექანიზმი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)