|
2026-03-31 14:17:37, 4486 ნახვა
სამართალი
ევროსასამართლომ ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმის არაეფექტიანი გამოძიების გამო საქართველოს 10,000 ევროს გადახდა დააკისრა
სტრასურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმზე - „X [კონფიდენციალური პირი] საქართველოს წინააღმდეგ“ არაეფექტიანი გამოძიების გამო, საქართველოს 10,000 ევროს გადახდა დააკისრა. მამინაცვლის მხრიდან არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაზე საფარმა სტრასბურგში საქმე მოიგო. "ეს არის პირველი წარმატებული საქმე სექსუალური ძალადობის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოში მიმდინარე გამოძიება ევროპულმა სასამართლომ არაეფექტურად შეაფასა და სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლების დარღვევა დაადგინა. 2021 წელს არასრულწლოვანმა პოლიციაში განაცხადა მამინაცვლის მხრიდან ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ჩვენებები, ფსიქოლოგიური შეფასება და სხვა მტკიცებულებები, მას საქართველოში დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიანიჭეს. გამოძიების უმოქმედობის გამო, საფარმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რომელმაც დაადგინა, რომ გამოძიება არაეფექტიანი და თავად ბავშვისთვის მატრავმირებელი იყო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი: წლების განმავლობაში გამოძიების უსაფუძვლო გაჭიანურებას; ბავშვისთვის დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭებას; დამატებითი ჩვენების მიღებაზე უარს; გაუმართლებელ და მატრავმირებელ სამედიცინო ექსპერტიზას; გამომძიებლის არაპროფესიონალურ კითხვებს, რომლებიც ბავშვს საკუთარი თავის დადანაშაულების განცდას უჩენდა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) მუხლების დარღვევა. ამავე გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს არასრულწლოვანის სასარგებლოდ 10,000 ევროს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა." - ნათქვამია ორგანიზაცია "საფარის განცხადებაში.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)