09:18 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-26 12:50:32, 10551 ნახვა

რეგიონი
თურქეთის სანაპიროსთან რუსული ნავთობის გადამზიდავ ტანკერს დრონი თავს დაესხა

შავ ზღვაში, სტამბოლის სრუტიდან 15 მილის დაშორებით, რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერ ALTURA-ზე აფეთქება მოხდა, რომელიც რუსეთიდან ნედლი ნავთობით იყო დატვირთული. ხელისუფლება დრონის თავდასხმის შესახებ იუწყება.

ამის შესახებ თურქული პორტალი NTV იტყობინება.

ტანკერი ALTURA რუსეთიდან 140 000 ტონა ნავთობით გაემგზავრა.

ზღვაში ყოფნისას ძლიერი აფეთქება მოხდა. ტანკერის ხიდი დაზიანდა. როგორც იტყობინებიან, წყალი ტანკერის ძრავის ოთახში შევიდა.

სასწრაფო დახმარების მოთხოვნის შემდეგ, ადგილზე სანაპირო დაცვის გემი გაიგზავნა, ასევე Nene Hatun, რთული საგანგებო რეაგირების გემი, რომელიც მსგავს სიტუაციებში გამოიყენება.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ინციდენტი უპილოტო საზღვაო გემმა განახორციელა.

ურალოღლუმ, აღნიშნა, რომ ადგილზე ტექნიკური ჯგუფები გაიგზავნნენ და დასძინა: „არავინ დაშავებულა და ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს“.

გემის ეკიპაჟს შორის დაშავებულები არ არიან და 27 თურქი ეკიპაჟის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ტანკერი დაკავშირებულია სტამბოლში დაფუძნებულ კომპანია „პერგამონ შიპინგთან“ და, უკრაინული დაზვერვის ცნობით, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია, რომელიც სანქციების გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირებას ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში, თურქეთის კოჯაელის პროვინციაში, იზმიტის ქალაქთან ახლოს, რუსული სადაზვერვო დრონი „ორლან-10“ აღმოაჩინეს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქულმა გამანადგურებლებმა შავი ზღვიდან მოფრენილი „უკონტროლო“ დრონი ჩამოაგდეს. თურქეთმა დრონის მფლობელი არ გაამხილა.

ამის შემდეგ, თურქეთმა რუსეთი და უკრაინა გააფრთხილა, რომ შავ ზღვაში უსაფრთხოების მხრივ მეტი სიფრთხილე გამოეჩინათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics