21:18 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-19 10:47:03, 2897 ნახვა

პოლიტიკა
სენატორები და კონგრესმენები აშშ-ს მოუწოდებენ, გამოიყენოს სანქციები ოცნების მთავრობის მიმართ

ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები აშშ-ს მთავრობას მოუწოდებენ, შეუერთდნენ ევროპელ პარტნიორებს სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაში, რათა საქართველოს მთავრობამ ყურადღება მიაქციოს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში აღწერილ რეკომენდაციებს.

განცხადება სრულად:

"ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ნათელია: ქართული ოცნება ქართველ ხალხს მათ მძიმე ბრძოლაში მოპოვებულ თავისუფლებას ჰპარავს და ქვეყანას იზოლირებულ, ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცევს.

ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ის ოფიციალურ პირებს, შეუერთდნენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რათა გამოიყენონ სანქციები და სხვა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტები, რათა მოითხოვონ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ამ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები.

ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მოხსნან პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ და გააუქმონ არადემოკრატიული და უსამართლო კანონები", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ განცხადებას ხელს აწერენ: ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, დემოკრატი სენატორი შელდონ უაითჰაუსი, დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი და დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics