21:38 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-18 13:44:46, 1647 ნახვა

პოლიტიკა
არაბთა გაერთიანებული საემიროების ლიდერები - ვგლოვობთ პატრიარქის, ილია II-ის დაკარგვას

არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა ღრმა მწუხარება გამოთქვეს საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

„არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მისმა უდიდებულესობამ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანმა, სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, სადაც გლოვობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკარგვას.

მისმა უდიდებულესობამ, ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა, ვიცე-პრეზიდენტთან, ვიცე-პრემიერთან და საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარესთან, მისმა უდიდებულესობამ შეიხ მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან ერთად, მსგავსი სამძიმრის წერილები გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს“, - იტყობინება არაბული მედია.

93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.

საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა. დღეიდან, ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.

ის 17 მარტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, კუჭიდან მასიური სისხლდენით, კლინიკაში გადაიყვანეს. ილია მეორე რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წელს აირჩიეს. ის საქართველოს 141-ე პატრიარქი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
გიორგი გახარიას ადვოკატი ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძის დაკითხვას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics