|
2026-03-17 21:34:32, 5749 ნახვა
ეკონომიკა
SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის ვორკშოპი გაიმართა
ბათუმში SOLO Business-ის მომხმარებლებისთვის ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრა SOLO Business Talks სერიის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად საშუალო ბიზნესისთვის ბრენდის სტრატეგიული მნიშვნელობისა და პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ისახავდა. ვორკშოპს უძღვებოდა ბრენდის სტრატეგიის კონსულტანტი და ტრენერი, ბრენდინგის შესახებ პირველი ქართული წიგნის ავტორი, შოთა ჩინჩალაძე. შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბრენდის შექმნისა და განვითარების პროცესზე, სტრატეგიულ მოდელებზე და იმ კომპონენტებზე, რომლებიც ბიზნესს გრძელვადიანი და კონკურენტული ბრენდის ჩამოყალიბებაში ეხმარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკულ მაგალითებსა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც კომპანიებს საკუთარი ბრენდის პოზიციონირების გასაძლიერებლად შეუძლიათ, გადადგან. SOLO Business Talks წარმოადგენს რეგულარული შეხვედრების სერიას, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში ეხმარება. იგი SOLO Business-ის - საქართველოს ბანკის პრემიუმ საბანკო ბიზნეს მომსახურების ნაწილია. SOLO Business აერთიანებს როგორც ყოველდღიურ პრემიუმ საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, ისე სხვადასხვა ინიციატივას საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის საგანმანათლებლო პროექტებსა და პროფესიული ქსელის გაძლიერების შესაძლ
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)