00:08 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-15 22:24:13, 4458 ნახვა

პოლიტიკა
ყაველაშვილი - ჩემი მეუღლე მიემგზავრება აშშ-ში მელანია ტრამპის მიწვევით

 "საქართველოს პირველი ლედი" თამარ ბაგრატიონი, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება. განაცხადა ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა დასანქცირებული იმედის ეთერში.

„მესმის, რომ ნამდვილად არ იქნება მარტივი იმ ნეგატივის გაანალიზება ასე სწრაფად, რომელიც დატოვებული იყო წინა ადმინისტრაციის მხრიდან და გაგებით შეიძლება მოვეკიდოთ ამ პროცესს. თუმცა, ის ნათქვამი, რომ ისინი ამზადებენ ამ პროცესებს, ესეც რეალობაში ძალიან კარგად არის გაგებული ჩვენი მხრიდან. ჩვენ არსად გვეჩქარება.

ჩვენ გააზრებული გვაქვს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება არსებულ გამოწვევებში თუ როგორი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ამ ჭრილში არის განსახილველი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი ურთიერთობა და ჩვენ გულწრფელები ვართ და მზად ვართ ამ საკითხების განსახილველად. იქიდან კეთილი ნების კონტურები გამოკვეთილია ვიზიტებთან დაკავშირებით. მაგალითად, ახლა ჩემი მეუღლე მიემგზავრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლის მიწვევით. როცა ურთიერთობაზეა საუბარი, ესეც კეთილი ნების გამომჟღავნებაა, რომ პირდაპირი მიწვევა არის ჩემი მეუღლის სახელზე პირველი ლედის მხრიდან“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics