|
2026-03-15 20:43:14, 4452 ნახვა
პოლიტიკა
ანტიამერიკული და ანტიისრაელური განცხადებები საქართველოში, ტრამპის სისხლიანი ხელები ბანერებზე
მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ალ ყუდსის დღესთან დაკავშირებით ახუნდმა რასიმ მამედოვმა, რომელიც ასევე ფონიჭალის მეჩეთ "აჰლი ბეითის" ხელმძღვანელია, ქადაგება წარმოთქვა და განაცხადა, რომ ისრაელის დედაქალაქი, იერუსალიმი, "მუსლიმებს ეკუთვნის". ქადაგების დროს მეჩეთში ასევე გამოტანილი იყო პროპაგანდისტული პოსტერი, წარწერით "შეწყვიტეთ ბავშვების მკვლელობა!", რომელზეც ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლში გასვრილი ხელებით არიან გამოსახულნი. "ამ კვირას, ქადაგება იმამ ალის (ა) მეჩეთში იყო პატივსაცემი იმამ პარასკევს ჰაჯი რასიმ მამედოვი.ამ კვირის მთავარი ქადაგება უკავშირდებოდა „იერუსალიმის“ დღეს, ვინაიდან ეს იყო რამადანის მადლიანი თვის ბოლო პარასკევი. ჰაჯიმ იერუსალიმისა და იერუსალიმის დღის შესახებ ინფორმაციის მიცემით ხაზი გაუსვა იერუსალიმის დღის შექმნას, იერუსალიმის დაპყრობას და რომ ის მუსლიმებს ეკუთვნით." - წერია ფოტოებზე დატანილ ინფორმაციაზე. 3 მარტს, საღამოს ლოცვის შემდეგ, მეჩეთში აიათოლა ალი ხამენეის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მეჩეთის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შეკრებას მარნეულისა და მიმდებარე რეგიონებიდან მოსული უამრავი მორწმუნე დაესწრო. განცხადების თანახმად, სასულიერო პირებმა მრევლს ქადაგებით მიმართეს და სამგლოვიარო გალობები შეასრულეს. მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთი 1739 წელს აშენდა და საბჭოთა მმართველობის პერიოდში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა, საბოლოოდ კი ფაქტობრივად ამორტიზირებული იყო, სანამ 1998 წელს ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და დაფინანსებით საკულტო ნაგებობის აღდგენა არ განხორციელდა. იმამ ალის მეჩეთში რელიგიური საქმიანობა 2000 წელს განახლდა.
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)