22:21 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-12 16:31:53, 3425 ნახვა

პოლიტიკა
ფაშინიანი: ქართულ მხარეს არ უთხოვია, რომ ევროპარლამენტში მათზე მესაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მისთვის ქართულ მხარეს არ უთხოვია, რომ ევროპარლამენტში გამოსვლისას საქართველო-ევროკავშირის გაყინულ დიალოგზე ესაუბრა.

ამის შესახებ ფაშინიანმა დღეს, 12 მარტს მედიას განუცხადა.

ჟურნალისტმა ფაშინიანს ჰკითხა, იყო თუ არა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ევროპარლამენტში მისი განცხადება დაკავშირებული მის ბოლო ვიზიტთან თბილისში და იყო თუ არა ქართული მხრიდან თხოვნა ან მოწოდება, რომ ეს საკითხი ევროპელი პარტნიორების წინაშე დაეყენებინა.

„ქართული მხრიდან თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ საერთო დღის წესრიგი გვაქვს, რომლის გარშემოც ვმუშაობთ. ჩემი წუხილი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან იმიტომ გავაჟღერე, რომ ჩვენ მართლაც შეშფოთებულნი ვართ იმ ვითარებით, რაც ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებშია და ეს ჩვენც გვაწუხებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics