|
2026-03-12 13:56:49, 3085 ნახვა
პოლიტიკა
23 ქართველი მეზღვაური იყო ტანკერზე, რომელსაც ერაყის წყლებში ირანი დაესხა თავს
12 მარტის ღამეს, ერაყის ტერიტორიულ წყლებში მცურავ რამდენიმე ტანკერზე ხანძარი გაჩნდა - მიზეზი ირანის მხრიდან თავდასხმაა. მეზღვაურები ამბობენ, რომ ეს იყო ტერაქტი და გარდა ნავებით ტანკერებთან მიტანილი ასაფეთქებელი საშუალებებისა, რომლებიც, სავარაუდოდ, დისტანციურად იმართებოდა, ხომალდების წინააღმდეგ დრონებიც გამოიყენეს. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ ტანკერები ირანის უპილოტო წყალქვეშა აპარატმა ააფეთქა. თავდასხმის სამიზნე ხომალდებიდან ერთს, მალტის დროშით მცურავ Zefyros-ს, ქართველი კაპიტანი ჰყავდა - ამ გემზე, ჯამში, 23 ქართველი მეზღვაური იყო. ერთ-ერთი მეზღვაურის ცოლი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ გადარჩენილები უკვე ხომალდზე არიან გადაყვანილი და მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ. თავდასხმის შედეგად დადასტურებულია ერთი მეზღვაურის დაღუპვა - მისი ვინაობა და ეროვნება გავრცელებულ ცნობებში არ კონკრეტდება. "მე ვესაუბრე წუხელ ღამის 12 საათზე და ყველაფერი კარგად იყო, მერე თვითონ დამირეკა ღამის 2-ის ნახევრისთვის, ჩქარ-ჩქარა მითხრა: "ყველა კარგად ვართ, ყველა გადავრჩით" და ბოლოს უკვე დილას ველაპარაკე - ამათ ტანკერს დრონიც მოხვდა, ყველაფერი დაიწვაო. მეორე ტანკერზე იყო მსხვერპლი. ერაყის პორტში არიან გადაყვანილები", - უთხრა რადიო თავისუფლებას მეზღვაურ ირაკლი ჯაშის ცოლმა, ნინჩო სურმანიძემ. ის ამბობს, რომ მისი ქმარი ამ გემზე უკვე 6 თვეა მუშაობს და რომ არა ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები, ის 10 მარტს საქართველოში უნდა ყოფილიყო. მალტის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდ Zefyros-ს, სავარაუდოდ, ირანული საწვავი გადაჰქონდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)