|
2026-03-06 11:13:55, 2351 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს შიდა უსაფრთხოების მდივნის პოსტს კრისტი ნოემის ნაცვლად დაიკავებს სენატორი რომელიც MEGOBARI ACT-ს ბლოკავდა
აშშ-ის პრეზიდენტმა რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინი შიდა უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე წარადგინა. ამ თანამდებობას ამჟამად კრისტი ნოემი იკავებს, რომელიც მარტის ბოლოს დატოვებს პოსტს. ნოემი, რომელიც მკაცრ იმიგრაციულ პოლიტიკას ატარებდა, თანამდებობას იმიგრაციის სამსახურის თანამშრომლების მიერ, მინეაპოლისში აშშ-ის ორი მოქალაქის, რენე გუდისა და ალექს პრეტის მკვლელობის სკანდალის ფონზე ტოვებს. Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა მადლობა გადაუხადა ნოემს გაწეული საქმიანობისთვის, სენატორ მალინს კი „MAGA მეომარი“ უწოდა რომელსაც „სრულყოფილად ესმის ადამიანებს და აქვს სიბრძნე და გამბედაობა, რაც ჩვენი [აშშ] წინსვლისთვისაა საჭირო“. მარკვეინ მალინის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს. მალინი წარსულში ქართულ ოცნებას აკრიტიკებდა, 2020 წელს ივანიშვილს პუტინის მოკავშირეც უწოდა. მოგვინებით, სენატორი მარკვეინ მალინი „მეგობარი აქტის“ მიღებას აფერხებდა. ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს მიერ 2025 წლის სექტემბერში გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთი იყო იმ ორი სენატორიდან, რომლებმაც ხელი შეუშალეს MEGOBARI ACT-ის ჩართვას აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA).
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)