00:38 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-05 14:17:37, 2614 ნახვა

პოლიტიკა
კალასი: კანონების მიღება სამწუხაროა, აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა არ მიდის სწორი გზით

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა უპასუხა ევროსკოპის კითხვას ქართული ოცნების მიერ მიღებულ მორიგ რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით.

კაია კალასის შეფასებით, ეს "ძალიან სამწუხაროა" და "აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მიდის სწორი გზით, როდესაც საუბარია ევროინტეგრაციაზე".

"ამ კანონების მიღება ძალიან სამწუხაროა და აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა არ მიდის სწორი გზით, როდესაც საუბარია ევროინტეგრაციაზე", - აცხადებს კაია კალასი.

ქართული ოცნების პარლამენტმა 78 ხმით 9-ის წინააღმდეგ მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცვლილებებს ითვალისწინებს გრანტების, პოლიტიკური პარტიების, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში.

ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება, გრანტების შესახებ კანონის დარღვევა, პარტიების მიერ დეკლარაციის წარუდგენლობა და აკრძალული პოლიტიკური შემოწირულობის მიღება.

ახალი რეგულაციებით ფართოვდება გრანტის ცნებაც - უცხოური ორგანიზაციებიდან ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან მიღებული სახსრები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას უკავშირდება, სახელმწიფოს კონტროლს დაექვემდებარება და მათი მიღება მთავრობის თანხმობას მოითხოვს.

კანონის დარღვევისთვის სასჯელი შესაძლოა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც იყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics