|
2026-03-04 16:41:00, 978 ნახვა
პოლიტიკა
CNN: CIA ქურთების შეიარაღებაზე მუშაობს, რათა ირანში ამბოხების პროვოცირება მოახდინოს
CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) ქურთების შეიარაღებაზე მუშაობს, რათა ირანში სახალხო ამბოხის პროვოცირება მოახდინოს. მედია წერს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ირანულ ოპოზიციურ ჯგუფებთან და ქურთ ლიდერებთან ერაყში, რათა მათ სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს. ცნობისთვის, ირანული ქურთების შეიარაღებულ ჯგუფებს ათასობით მებრძოლი ჰყავთ, რომლებიც ერაყ-ირანის საზღვრის გასწვრივ, ძირითადად ერაყის ქურთისტანის რეგიონში მოქმედებენ. აშშ-ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დაწყების შემდეგ, რამდენიმე ქურთულმა ჯგუფმა საჯარო განცხადება გაავრცელა, რომლებშიც მოახლოებულ მოქმედებებზე მიანიშნებდნენ და ირანის სამხედრო ძალებს მოუწოდებდნენ, მათ მხარეს გადავიდნენ. CNN-თან საუბარში ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ სამშაბათს, 3 მარტს დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებები გამართა ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტთან, მუსტაფა ხიჯირთან. მედიასთან საუბარში ირანელი ქურთი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ირანელი ქურთების ოპოზიციური ძალები, როგორც ვარაუდობენ, მონაწილეობას მიიღებენ სახმელეთო ოპერაციაში ირანის დასავლეთ ნაწილში, უახლოეს დღეებში. "გვჯერა, რომ ახლა დიდი შანსი გვაქვს", - განუცხადა CNN-ს წყარომ. CNN-ს ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა და კიდევ ერთმა ინფორმირებულმა წყარომ უთხრა, რომ კვირას დონალდ ტრამპმა ასევე დაურეკა ერაყის ქურთ ლიდერებს, რათა ირანში მიმდინარე აშშ-ის სამხედრო ოპერაცია განეხილა და გაერკვია, როგორ შეუძლიათ ქურთებს თანამშრომლობა ამ მისიის წინ წაწევის ფარგლებში. ეს ინფორმაცია თავდაპირველად Axios-მა გაავრცელა. მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა ერთ-ერთმა წყარომ CNN-თან თქვა, რომ იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ქურთული შეიარაღებული ძალები დაუპირისპირდნენ ირანის უსაფრთხოების ძალებს, რათა უიარაღო ირანელებმა დიდ ქალაქებში, ქუჩებში უფრო მარტივად შეძლონ გამოსვლა. კიდევ ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ქურთები შეძლებენ რეგიონში ქაოსის გავრცელებას, რითიც ირანის რესურსის გამოფიტვა გახდება შესაძლებელი. კიდევ ერთი წყაროს თქმით, შესაძლოა, ქურთებმა დაიკავონ და გააკონტროლონ ირანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტერიტორიები, რაც ისრაელისთვის ბუფერულ ზონას შექმნიდა. CNN-თან საუბარში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ეჭვქვეშ დააყენა მოვლენების ამ სცენარით განვითარება, რადგან მისი აზრით, "ირანელ ქურთებს არ აქვთ საკმარისი რესურსი და გავლენა, რომ მხარი დაუჭირონ ირანში წარმატებულ ამბოხს". თავად CIA-მ ამ მასალაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)