01:19 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-04 15:59:46, 1189 ნახვა

პოლიტიკა
IDF: თეირანის თავზე რუსული წარმოების ირანული გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალების F-35I ტიპის გამანადგურებელმა თვითმფრინავმა თეირანის თავზე რუსული წარმოების ირანული გამანადგურებელი თვითმფრინავი Yak-130 ჩამოაგდო.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

THE TIMES OF ISRAEL წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა F-35-მა გამანადგურებელი თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლო, თუმცა ეს ბოლო 40 წელში პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებელმა სხვა თვითმფრინავის წინააღმდეგ საჰაერო ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა.

ბოლო შემთხვევა, როცა ისრაელის საჰაერო ძალებმა ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდო, 1985 წლის 24 ნოემბერს, ლიბანის თავზე მოხდა. მაშინ ისრაელის F-15-მა სირიის საჰაერო ძალების ორი MiG-23 ჩამოაგდო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics