|
2026-03-02 12:18:00, 7135 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
თიბისიმ, მომხმარებელთა ყოველდღიურობის გასამარტივებლად, კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი- QR გადარიცხვა დანერგა, რომელიც თანხის გადარიცხვისა და მიღების პროცესს მაქსიმალურად კომფორტულსა და სწრაფს ხდის. ახალი პროდუქტის გამოყენებით, თანხის მიმღებს აღარ უწევს ანგარიშის ნომრის ან პირადი ნომრის ზეპირად კარნახი ან დაკოპირება, ხოლო გადამრიცხველს- ანგარიშის დაზუსტება, მონაცემების ხელით შეყვანა ან მიმღების გადამოწმება. ამ მომაბეზრებელი პროცესის ნაცვლად, თანხის მიმღებ ფიზიკურ პირს შეუძლია თიბისის მობაილბანკში შევიდეს, გადავიდეს საკუთარ IBAN ანგარიშზე და იქვე იპოვოს QR კოდი, რომელსაც დაასკანერებინებს გადამრიცხველს. შედეგად, გადარიცხვა ხორციელდება სწრაფად და მარტივად, ხოლო თანხა მიმღებს მყისიერად ესახება. QR კოდის დასკანერებისას მომხმარებელი გადადის სპეციალურ გვერდზე, სადაც შეუძლია აირჩიოს გადარიცხვის მისთვის სასურველი მეთოდი- Apple pay-თ ან Google Pay-თ, ნებისმიერი მიბმული ბარათით. გადარიცხვა ხდება მხოლოდ ლარში და ყოველგვარი საკომისიოს გარეშე. QR-ით მომენტალური გადარიცხვა შეუძლია ნებისმიერი სხვა ქართული ბანკის მომხმარებელსაც- სხვა ბანკის ბარათით ან მობაილბანკით. QR-ით გადარიცხვა ასევე სწრაფი და კომფორტულია ისეთ სივრცეებში, როგორიცაა: ბაზრობები, სამკერვალოები, მცირე მომსახურების ობიექტები... თიბისი მუდმივად ქმნის და ავითარებს ისეთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლების საჭიროებებზე და მათ ცხოვრებას ამარტივებს.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)