|
2026-03-02 11:16:30, 2357 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰეზბოლას წინააღმდეგ შეტევის დაწყება გამოაცხადა: ისრაელი გაჭიანურებული ბრძოლისთვის ემზადება
ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ შეტევითი კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა. ოპერაცია შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს. „The Times of Israel“-ს განუცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა. მისი თქმით, ისრაელის სამხედრო ძალები თავდაცვითი მოქმედებებიდან აქტიურ შეტევაზე გადადიან ჰეზბოლას მიერ ღამით განხორციელებული სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შემდეგ. „ჩვენ დავიწყეთ შეტევითი კამპანია ჰეზბოლას წინააღმდეგ. ჩვენ არა მხოლოდ საკუთარ თავს ვიცავთ; ახლა შეტევაზე გადავდივართ“, - ხაზი გაუსვა ზამირმა ოპერატიული სიტუაციის შეფასებისას. მან ასევე გააფრთხილა, რომ საბრძოლო მოქმედებები შეიძლება გაჭიანურდეს. „ჩვენ უნდა მოვემზადოთ რამდენიმედღიანი ბრძოლისთვის, მრავალი დღის განმავლობაში. ჩვენ გვჭირდება ძლიერი თავდაცვითი მზადყოფნა და მუდმივი შეტევითი მზადყოფნა ტალღების მიხედვით“, - აღნიშნა შტაბის უფროსმა. აღსანიშნავია, რომ ისრაელმა უკვე განახორციელა საჰაერო დარტყმების რამდენიმე ტალღა ჰეზბოლას სამიზნეებზე ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანში სარაკეტო დარტყმების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს ისრაელმა, შეერთებულ შტატებთან ერთად, ირანზე თავდასხმა დაიწყო თეირანის ბირთვული ამბიციების შესაკავებლად და ქვეყნის სარაკეტო არსენალის განადგურების მიზნით. პასუხს მოჰყვა თავდასხმები, რომლებმაც არა მხოლოდ ისრაელზე იმოქმედა. კერძოდ, 28 თებერვალს ირანის ძალებმა აშშ-ის სამხედრო სამიზნეები ბაჰრეინში, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ქუვეითში დაბომბეს. 1 მარტს ირანმა ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა ირანსა და იორდანიაში სამხედრო ბაზები, სადაც ბუნდესვერის ჯარისკაცები იყვნენ განლაგებული. თეირანმა ასევე რაკეტები გაუშვა კვიპროსში ბრიტანეთის სამხედრო ბაზებზე. ამის საპასუხოდ, 1 მარტის საღამოს, გერმანიის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ლიდერებმა ირანს დაემუქრნენ აშშ-სა და ისრაელის ოპერაციაში შეერთებით, თუ თეირანი არ შეწყვეტდა დარტყმებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი ბრძოლაში.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)