02:01 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-27 13:23:03, 1560 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი გადაიდო

კახი კალაძის ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის სასამართლო პროცესი გადაიდო. მომდევნო სხდომა 10 მარტს ჩაინიშნა.

დღეს მოსამართლემ და პროკურორმა შეთანხმებულად გადაწყვიტეს, რომ 6 - თვიანი პატიმრობის შემდეგ, ხოშტარია ციხეში მინიმუმ 11 დღით კიდევ დარჩება.

პროკურორმა თქვა, რომ  დასკვნით სიტყვას არ წარმოთქვამდა, მოსამართლემ კი მოითხოვა, რომ ხოშტარია საკუთარ პროცესზე მისულიყო, რადგან მისი თქმით, სურვილი აქვს ბრალდებულის პოზიცია მოისმინოს ამ საქმესთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ერთ დღეში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს და შესაძლოა, ხოშტარიას მოუნდა საკუთარი თავის დაცვა, ამიტომ სასამართლო გააგზავნის ციხეში წარმომადგენელს, გამოითხოვენ სასამრთლოს ოქმებს, რომელსაც ხოშტარიას ქალთა კოლონიაში მიუტანენ.

შემდეგ პროცესზე ბრალდების მხარე გეგმავს დასკვნითი სიტყვის თქმას, შესაბამისად, შეაჯამებს არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, როგორიცაა მოწმეთა ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნა.

სასჯელთან დაკავშირებით, მე ვერ გეტყვით, მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს, დაველოდოთ, გამამართლებელი იქნება თუ გამამტყუნებელი, თუმცა, მუხლს აქვს ალტერნატიული სანქცია და სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ მიიღოს გადაწყვეტილება. 187-ე მუხლიდან გამომდინარე, რაც ბრალად აქვს წარდგენილი ბრალდებულს, ითვალისწინებს სხვადასხვა სასჯელს, ასევე, ბრალდების მხარემ რა მტკიცებულებებიც წარმოადგინა, მიაჩნია, რომ იძლევა საფუძველს ვარაუდისტვის, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი იქნას გამოტანილი, - განაცხადა საქმის პროკურორმა, მარიამ წულაიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics