|
2026-02-24 14:23:05, 1435 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ზელენსკის - 4 წლის შემდეგ, ამ თითქოსდა დიდმა იმპერიამ თქვენი მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის 4 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა. "ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს ძალიან მძიმე მომენტი, რომელიც დაუსრულებელი ომის 4 წლის დასრულებას აღნიშნავს. ამ დროის განმავლობაში, თქვენ აჩვენეთ რამდენად მამაცია უკრაინელი ხალხი, რამდენად გამძლე ხართ და როგორ შეგიძლიათ გაუძლოთ ყველაფერს, რაც რუსულმა იმპერიალიზმმა თქვენს ქვეყანას დამართა. ჩვენ ამ ტრაგედიას თქვენთან ერთად ვიზიარებთ, თუმცა ასევე ვიცით, რომ ეს ომი თქვენ არ წაგიგიათ, სინამდვილეში ის რუსეთმა წააგო და თავისი საომარი მიზნების მიღწევა ვერ შეძლო. 4 წლის შემდეგ, ამ თითქოსდა დიდმა იმპერიამ თქვენი მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა და ეს ძალიან დიდი წარმატებაა. გისურვებთ, რომ მშვიდობა ძალიან მალე დადგეს, მაგრამ ნამდვილი მშვიდობა, რომელიც პატივს სცემს უკრაინელი ხალხის ნებას, უკრაინის სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს თარიღი ჩვენთვის, ქართველებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია - 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, როგორც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინას დაესხა თავს. ასე რომ, თებერვალი არის თვე, როდესაც რუსული იმპერიალიზმი თითქოს ცოცხლობს, მაგრამ ამას დასასრული ექნება. ვფიქრობ, რომ უკრაინაში რუსული ოკუპაციის დასრულებასთან ერთად, ჩვენ ყველა მოწმე უნდა გავხდეთ რუსული ოკუპაციის დასრულების სხვაგანაც - სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთის რეგიონში, დნესტრისპირეთში და ყველგან, სადაც რუსეთი საკუთარ საზღვრებს სცდება, რადგან მშვიდობა ვერ იარსებებს, სანამ რუსეთი საკუთარ საზღვრებს არ აღიარებს. დიდება უკრაინას!". - განაცხადა ვიდეომიმართვაში სალომე ზურაბიშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)