|
2026-02-23 12:08:50, 3445 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში კადრების დეფიციტია - მიზეზი საზღვარგარეთ კადრების გადინებაა (კვლევა)
საქართველოში კვალიფიციური კადრების დეფიციტი პრობლემად რჩება - ამის შესახებ კვლევას ბიზნესასოციაცია აქვეყნებს. თქვენი აზრით, რომელი ფაქტორები განაპირობებს [სამუშაოს მაძიებელ] აპლიკანტთა არასაკმარის რაოდენობას? - ეს კითხვა საქართველოს ყველაზე მსხვილი ბიზნესასოციაციის წევრ კომპანიებს BAG ინდექსის IV კვარტალის კვლევისას დაუსვეს. გამოკითხული კომპანიების 62%-ის აზრით, არ ხდება საკმარისი რაოდენობის კადრების/სპეციალისტების მომზადება, ხოლო 44%-ს მიაჩნია, რომ კადრები მომიჯნავე სექტორებში გაედინება. კომპანიები აცხადებენ, რომ შესაბამისი უნარების მქონე სპეციალისტების პოვნა უჭირთ. მთავარ მიზეზებად ემიგრაცია და მოუმზადებელი მუშახელი სახელდება. ასე გამოკითხულთა 74% თვლის. გამოწვევა განსაკუთრებით შესამჩნევია მრეწველობასა და ვაჭრობის სექტორში. ბიზნესასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოქალაქეთა უმრავლესობას მაღალი ანაზღაურება სურს, თუმცა ხშირად არ გააჩნიათ მოთხოვნადი უნარები. ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული ტენდენცია შრომის ბაზრის დასუსტებას და ბიზნესის განვითარების შეფერხებას იწვევს. "ოცნების" ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საბა ბუაძე.
დასაქმებისა და შრომის ბაზრის სტატისტიკასთან დაკავშირებით კითხვები აქვს ოპოზიციის კიდევ ერთ წარმომადგენელს, ირაკლი ფავლენიშვილსაც.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)