|
2016-03-30 13:25:43, 552 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სამინისტრომ იმერეთის რეგიონში სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში 200 სახლი შეისყიდა
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ იმერეთის რეგიონში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული სახლები მოინახულეს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრი და იმერეთის გუბერნატორი აფხაზეთიდან დევნილ იზოლდა მანდარიას 6-სულიან ოჯახს ესტუმრნენ. დევნილი ოჯახი წლების განმავლობაში ქუთაისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სამინისტრომ იზოლდა მანდარიას ოჯახს წყალტუბოში, კერძო სახლი საკარმიდამო ნაკვეთით და 2 ჰექტარი ხეხილის ბაღი შეუძინა. უწყების ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი დევნილებმა თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიეს. მნიშვნელოვანია, რომ განსახლების პარალელურად დევნილ ოჯახს შემოსავლის წყაროც გაუჩნდა. სოზარ სუბარი აფხაზეთიდან დევნილ ილონა ბზიკაძესაც შეხვდა, რომელიც ამ დრომდე 5 მცირეწლოვან შვილთან ერთად, ხონში ნათესავის ბინაში ცხოვრობდა. სამინისტრომ ილონა ბზიკაძის ოჯახისათვის ხონის რაიონში კერძო სახლი და ხეხილის ბაღი შეისყიდა. 2012 წლიდან დღემდე „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის სამინისტრომ 787 სახლი შეისყიდა, მათ შორის 200 კი იმერეთის რეგიონში.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)