|
2026-02-22 13:28:32, 746 ნახვა
პოლიტიკა
უიტკოფი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში კარგი ახალი ამბავია მოსალოდნელი
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში კარგი ახალი ამბავია მოსალოდნელი. როგორც „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მან და ჯარედ კუშნერმა ორივე მხარეს წარუდგინეს რამდენიმე წინადადება და უახლოეს სამ კვირაში მოსალოდნელია, რომ შედგეს შეხვედრა, რომელიც შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის სამიტით დასრულდეს. უიტკოფი არ გამორიცხავს, რომ ასეთი სამიტის გამართვის შემთხვევაში მას დონალდ ტრამპიც დაესწროს. „ეს სულელური ომია. ისინი იბრძვიან და კამათობენ ტერიტორიებისთვის. ყველა ისვრის ამ სიტყვას – ღირსება, მაგრამ რას ნიშნავს ეს, რა გაძლევთ ღირსებას, თუკი ამდენი ადამიანი იხოცება?! ვფიქრობ, ორივე მხარის ერთად თავმოყრამ დადებითი გავლენა იქონია. მათ თითქოს არ სურთ ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ, არ მგონია, სურდეთ. ვფიქრობ, ლიდერთა დონეზე მათთვის რთულია, ბოლომდე მიიყვანონ შეთანხმება. ჯარედმა და მე მხარეებს რამდენიმე წინადადება წარვუდგინეთ, რაც მომდევნო სამი კვირის განმავლობაში შეკრების შესაძლებლობას მისცემს და შესაძლოა, ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინს შორის სამიტამდეც მიგვიყვანოს, რომელსაც შეიძლება, პრეზიდენტი ტრამპიც შეუერთდეს. უნდა ვთქვათ, რომ ის არ მოისურვებს შეხვედრაზე მისვლას, თუ არ იგრძნობს, რომ შეუძლია ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და საუკეთესო შედეგის მიღება. თქვენ იცით, რომ მას ამის გაკეთების უნიკალური უნარი აქვს. იმედია, უახლოეს კვირებში კარგ ამბებს გაიგებთ“, – განაცხადა უიტკოფმა.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)