|
2026-02-21 18:20:45, 1028 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო საერთაშორისო რუკიდან გამქრალია
საქართველო საერთაშორისო რუკიდან გამქრალია - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, რუკის გარეთ დარჩენა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ საქართველოს ისტორიული როლის დაკარგვას ნიშნავს. ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიას პირდაპირ უთხრა, რომ საქართველო საერთაშორისო ურთიერთობების პასიურ ობიექტად იქცა. სამწუხაროდ, რაც შეეხება აშშ-სა და ევროპას, საქართველო საერთაშორისო რუკიდან გამქრალია და ეს დიდ შეშფოთებას იწვევს. რუკიდან გაქრობა საქართველოსთვის როგორც რეგიონში, ისე რეგიონის მიღმა, თავისი ისტორიული როლის გაქრობას ნიშნავს. რუსეთი კვლავ ჩვეულ სტილში იქცევა. ის აკონტროლებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ იმ კანონებსაც, რომლებსაც იღებენ. სანქციების გვერდის ავლაც უფრო ხშირი გახდა. ისინი ქართულ პორტს რუსული ნავთობისთვის იყენებენ, რაც საბოლოოდ ევროკავშირის მიერ იდენტიფიცირებულია. რუსეთი ბოლომდე არასდროს დაკმაყოფილდება, მაგრამ მან იპოვა ახალი სტრატეგია იმისა, თუ როგორ გააკონტროლოს სახელმწიფო უკრაინის მსგავსი ძვირადღირებული სამხედრო შეჭრის გარეშე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. კითხვაზე, რა სურს, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გააკეთონ, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს, სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ქართველებს გათვითცნობიერებული აქვთ, რომ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნონ“. „ვნახეთ, რომ ევროკავშირს აქვს ინსტრუმენტები და მზად არის ისინი ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად გამოიყენოს. თუმცა, არის დამატებით რაღაცები, რისი გაკეთებაც შესაძლებელია. საქართველოს ფარგლებს გარეთ უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. საქართველოში არსებული ვითარების უკეთ წარმოსაჩენად, მხარი უნდა დაუჭირონ იმ დიპლომატებს, რომლებმაც თანამდებობა ევროპულ გზაზე სვლის შეჩერებასთან დაკავშირებით პროტესტის გამო დატოვეს. შეიძლება ამ ადამიანებს ბრიუსელში ანალიტიკური ცენტრის შექმნაში დაეხმარონ, რათა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სამომავლო პერსპექტივაზე იმუშაონ, როგორც კი ქვეყანა სწორ გზაზე დაბრუნდება. ასევე, მხარდაჭერა უნდა იყოს ჟურნალისტებისთვის, აქტივისტებისთვის და ახალგაზრდა სტუდენტებისთვის“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)