|
2026-02-21 03:24:26, 1821 ნახვა
მსოფლიო
ბერლინი ანკარისგან ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს DW-ს ჟურნალისტი
გერმანიის მთავრობამ თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საზოგადოებრივი მედია კომპანია Deutsche Welle-ს (DW) თურქული სამსახურის კორესპონდენტი ალიჯან ულუდაღი, რომელიც ანკარაში დააკავეს „პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის საჯარო შეურაცხყოფისა და სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე „შეცდომითი ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების“ ბრალდებით. „მოვუწოდებ თურქეთის მთავრობას, უზრუნველყოს ალიჯან ულუდაგის დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, - განაცხადა გერმანიის კულტურის სახელმწიფო მინისტრმა ვოლფრამ ვაიმერმა პარასკევს, 20 თებერვალს, ბერლინში და ულუდაგის წინააღმდეგ თურქეთის ხელისუფლების ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. „ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის“, - ხაზგასმით აღნიშნა ვაიმერმა. მან თქვა, რომ Deutsche Welle-ს და მის თანამშრომლებს უნდა შეეძლოთ „თავისუფლად და დამოუკიდებლად იმუშაონ თურქეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ“. გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი: ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სამუშაოს თავისუფლად შესრულება სტამბოლის პროკურატურამ გუშინ გამოაცხადა ალიჯან ულუდაღის დაკავების შესახებ. მის წინააღმდეგ ბრალდებები დაკავშირებულია მის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გამოქვეყნებულ პოსტთან. მასში რეპორტიორმა გააკრიტიკა თურქეთის ხელისუფლება ISIS-ის სავარაუდო მებრძოლების გათავისუფლების გამო. ულუდაღმა ასევე დაადანაშაულა თურქეთის მთავრობა კორუფციაში. ამასობაში, თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Anadolu-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 20 თებერვალს სტამბოლის სასამართლომ ალიჯან ულუდაღის დაპატიმრების ორდერი გასცა თურქეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით.
ბელგოროდის რეგიონში სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)