|
2026-02-18 13:36:54, 634 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: საქართველოში, დაახლოებით, 20 000 არალეგალია, 2026 წელს ვფიქრობთ, მოხერხდება, 20%-ის გაძევება
„ქართული ოცნების“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით „ოცნების” პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მოუსმინეს. კობახიძე „ქართული ოცნების“ ფრაქციამ პარლამენტში მიგრაციის თემაზე დაიბარა. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით გატარებულ ზომებზე და თქვა, რომ „ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო კანონები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა ბოლო პერიოდში მიიღო“. მისი განცხადებით, საქართველოში, დაახლოებით, 20 ათასი პირი იმყოფება არალეგალურად და 2026 წლის განმავლობაში გეგმავენ არალეგალი მიგრანტების, დაახლოებით, 20%-ის გაძევებას. „საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა არის 3 მილიონ 914 ათასი ადამიანი. აქედან მაქსიმუმ 257 ათასი უცხოელია. […] ჩვენი წინასწარი მონაცემებით, არალეგალი მიგრანტების რაოდენობა საქართველოში შეადგენს, დაახლოებით, 20 000-ს. თუმცა, დაახლოებით, 2 თვეში მაქსიმუმ გვექნება დაზუსტებული მონაცემები. […] ჩვენ 2025 წელს, გასული 12 თვის განმავლობაში გავაძევეთ იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში, ანუ გადავასწარით გასული 10 წლის სტატისტიკას, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენი გეგმის მიხედვით, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და 2026 წლის განმავლობაში ვფიქრობთ, მივაღწევთ 4000-იან ნიშნულს, შესაბამისად, მოხერხდება უცხოელი არალეგალი მიგრანტების დაახლოებით 20%-ის გაძევება მიმდინარე წლის განმავლობაში. ეს სავსებით რეალურია იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში. გაძევებულ პირთა 20,5% არიან ინდოეთის მოქალაქეები, 12,9% – თურქეთის მოქალაქეები, 12% – ირანის მოქალაქეები, 7,5% – ჩინეთის მოქალაქეები, 5,6% – რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)