|
2026-02-17 13:09:29, 710 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილი: ჭარბწონიანიობა - მავნე [წინა] ხელისუფლების პოლიტიკამ მოიტანა ეს შედეგი
ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ქართული ოცნების პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენის დროს სპორტზე ისაუბრა. " პრემიერმა სპორტის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად დაასახელა, რისთვისაც მადლობას ვუხდი. სპორტის განვითარებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია სპორტით განვითარება, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ნიშნავს. ადამიანის ყოველდღიურობაში სპორტული ცხოვრების ინტეგრაციის ხელშეწყობა და სხვადასხვა სფეროში აღნიშნული მიდგომის დანერგვა ერის ჯანმრთელობის ხარისხის ზრდასთან ერთად, უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების მავნე ზეგავლენისგან დაცვას. ვერ ავუვლი გვერდს ამ საკითხს - მე აქ ვიყავი, პარლამენტში, როცა ჩვენ არაერთი კვლევა ჩავატარეთ სპორტის კომიტეტის მეშვეობით და საგამოძიებო კომისია იყო წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით, არაერთი მავნე დანაშაული გამოვლინდა, მაგრამ კიდევ ბევრი არის აღსანიშნავი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც ამ საკითხს ეხება, ამ ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ სპორტის უნივერსიტეტი გააუქმეს. ამ სპორტის უნივერსიტეტის ის, რაც სპორტული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს, ამასთან ერთად სპორტის უნივერსიტეტი გაანადგურეს და 7-წლიანი პაუზა იყო, დეფიციტი შეიქმნა სკოლებში სპორტის მასწავლებლების. ფიზიკის, ისტორიის და ქართულის მასწავლებლებისთვის მოხდა სპორტის გაკვეთილების შეთავსება, არც კი ატარებდნენ და ამან რა გამოიწვია - ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და საქართველო, არაგადამდები დაავადებების სიკვდილიანობის სტატისტიკით ერთ-ერთი მოწინავე იყო ევროპის ქვეყნებში. ეს დაახლოებით 7-8 წლის წინ გავაკეთეთ ეს კვლევები, ეს ჭარბწონიანობა, ეს შედეგი, რომელიც ამ მავნე ხელისუფლებამ ჩაიდინა, სწორედ ეს შედეგი იყო, რაც მოიტანა მათმა პოლიტიკამ - განადგურებული სპორტული ინფრასტრუქტურა და სპორტის მასწავლებლების დეფიციტი", - თქვა მან.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)