06:17 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-17 12:22:05, 713 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: თბილისის ანძას განათებაზე ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძის განათების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს არ მიუმართავს.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, უშუალოდ ანძის განათება ამა თუ იმ ქვეყნის დროშის ფერებში, ხდება მაშინ, როდესაც თბილისის მერიას ოფიციალური წერილით მიმართავენ.

 „თბილისის სატელევიზიო ანძის განათება ხდება ასე - ამა თუ იმ ქვეყნის საელჩოდან მოგვართავენ ოფიციალური წერილით და მუნიციპალიტეტი ანათებს მათი ქვეყნის დროშის შესაბამის ფერებში. დამოუკიდებლად ჩვენ არაფერს ვაკეთებთ. არ ყოფილა მომართვა მათი მხრიდან, შესაბამისად, არ გაგვინათებია“, - განმარტა დედაქალაქის მერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ლიეტუვის დამოუკიდებლობის დღისადმი გამართულ ოფიციალურ მიღებაზე მმართველი ხელისუფლების წევრების არყოფნა ხომ არ უკავშირდება კრიტიკულ განცხადებებს, კახა კალაძის თქმით: „კრიტიკულ განცხადებებს კი არ ვაკეთებთ მათი მისამართით, ჩვენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს კონსტიტუციას ვიცავთ და პასუხს ვცემთ მათ, ვინც არასამართლიანად ეპყრობა საქართველოს. ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა.

რაც შეეხება ოფიციალურ მიღებას, მე არ ვიცი როდის იყო მათი დამოუკიდებლობის დღე. მე პირადად არანაირი მოსაწვევი არ მიმიღია და რომ მივეწვიე მათ, მივიდოდი. რა პრობლემა იქნებოდა?! არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა“, - განაცხადა თბილისის მერმა.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics