07:16 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-12 12:58:00, 905 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე- დღეს მთავრობა დაამტკიცებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს

დღეს, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს, ეს კვოტები პირველად, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დაეფუძნება შრომის ბაზრის სიღრმისეულ ანალიზს, რომელიც განხორციელდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ, განათლების სამინისტროსთან ერთად, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, კვოტები განისაზღვრება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი  - ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად.

„ამ ყველაფერზე დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას წარუდგენს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, რომელიც დღეს გამართავს ბრიფინგს ამ თემასთან დაკავშირებით, შესაბამისად, მე დეტალურად არ ვისაუბრებ ამ საკითხზე. ხაზს გავუსვამ ამ რეფორმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შედეგს, რომელიც ამ კვოტებშიც არის ასახული -თსუ-ს ამ რეფორმის შედეგად, დაუბრუნდება დედა უნივერსიტეტის მისია და სტატუის, ის სტატუსი და მისია, რომელიც მან 90-იანი წლების პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად დაკარგა და უფრო მოგვიანებით, 2004-2012 წლებში, წინა ხელისუფლების მიზანმიმართული, მავნებლური ანტი-ეროვნული პოლიტიკის შედეგად დაკარგა. თსუ-ს უნდა დაუბრუნდეს დედა უნივერსიტეტის სტატუსი, შესაბამისი მისია და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმ რეფორმის რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, არის, სწორედ, ეს. მინდა, მადლობა გადავუხადო განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრს გაწეული სამუშაოსთვის, ეს რეფორმა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა საქართველოში მიიღონ თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი განათლება, რასაც ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ და, სწორედ, ამას მიეძღვნება ჩვენი საქმიანობა მომავალი წლების განმავლობაში,- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics