16:09 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-11 12:33:54, 813 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულის მამა: ვნახე ჩხუბის ვიდეოები, ჩემი შვილი მანდ არ არის

 28 წლის მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეში ბრალდებული ალექსანდრე გაბაშვილის მამა „ტვ პირველთან“ ეხმაურება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქმეში ბრალდებულებმა გიგა ავალიანზე თავდასხმამდე სხვადასხვა დროს იძალადეს კიდევ 4 პირზე, ძალადობის ამსახველ ფაქტებს კი ტელეფონით იღებდნენ.

გაბაშვილი ამბობს, რომ საქმის მასალები გვიან ღამით გადაეცათ, თუმცა ვიდეოებში მისი შვილი ვერ ამოიცნო.
 
 „გუშინ გვიან ღამით მოგვცეს საქმის მასალები, მაგრამ რასაც გადავხედე, იქ ჩემი ბავშვი არ არის. მე ჩხუბის ვიდეოები ვნახე და იქ ჩემი შვილი არ არის, არცერთ ეპიზოდში...

დაზარალებული ადვოკატს ჯერ არავინ უნახია, როგორც ჩანს, არც არიან. 100%-ით თუ არა, 95%-ით გეუბნებით, ამ მასალაში, რაც მოგვცეს, ჯერ არ შეგვხვედრია",  - ამბობს გაბაშვილის მამა. 

 ალექსანდრე გაბაშვილს გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა_, ხოლო სხვა ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics