07:16 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-10 14:49:01, 815 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: ზვიგენის შეურაცხყოფაზე თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ

„ზვიგენის შეურაცხყოფაზე თავს უდანაშაულოდ მივიჩნევ“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს მას შემდეგ მიმართა, რაც ვალერიან ბუგიანიშვილს მესამე პრეზიდენტს ჰკითხა - "ცნობდა თუ არა ის თავს დამნაშავედ". 

მანამდე კი სასამართლო დარბაზში მიხეილ სააკაშვილსა და მოსამართლეს შორის მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მიხეილ სააკაშვილმა ესკორტის სამსახურის თანამშრომელს, რომელიც ბრალდებულებისთვის განკუთვნილ სპეციალურ, შემინულ ადგილას დგას, უთხრა: - "ხელები გაწიეთ და მონებივით ნუ იქცევით".

აღნიშნულის შემდეგ, სააკაშვილს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა უთხრა, რომ „წესები არსებობს“, რაზეც მას მესამე პრეზიდენტმა უპასუხა: „თქვენ უწესოები ხართ“.

სააკაშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ მას არანაირი უფლება აქვს - „მე გეუბნებით, არანაირი უფლება რომ არ მაქვს, ყველამ იცის“, - განაცხადა სააკაშვილმა, მას მოსამართლემ დაბრძანებისკენ მოუწოდა.

„რას ჰქვია დავბრძანდე?! სკოლაში კი არ ვარ! დგომის უფლება მაქვს, ნუცას სკოლა კი არაა!"- განაცხადა სააკაშვილმა. მას მოსამართლემ კვლავ შენიშვნა გამოუცხადა.

„ერთმანეთს ვცეთ პატივი, შემიძლია სანქცია გამოვიყენო“, - მიმართა ბუგიანიშვილმა მესამე პრეზიდენტს.

„თქვენ არანაირ პატივს არ გცემთ. კარგად დაიმახსოვრეთ ამ კაცის სახელი და გვარი",- განაცხადა სააკაშვილმა.

მოსამართლემ მას განუმარტა, კიდევ ერთი რეპლიკას თუ იტყოდა, გაძევებული იქნებოდა სხდომათა დარბაზიდან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics