22:37 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-08 17:03:56, 1473 ნახვა

ეკონომიკა
ანაკლიას შეუძლია საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები და შუა დერეფანში მისი როლი მნიშვნელოვნად გააფართოოს - ევროკომისია

ჩინეთიდან ევროპისკენ გზაზე საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს, - ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატის კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის ფარგლებში ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოების ფარგლებში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„პორტის პროექტი ძალიან პოლიტიკურია და ამჟამად China Communication Construction Company-ის (CCCC) ხელმძღვანელობით ხორციელდება. თუმცა, მისი განხორციელების შემთხვევაში, ანაკლიას შეუძლია საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები და შუა დერეფანში მისი როლი მნიშვნელოვნად გააფართოოს“, - ნათქვამია კვლევაში.

ასევე, კვლევაში საუბარია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესახებაც.

„ენერგეტიკული ბაზრების დაკავშირების მიმართულებით მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯი იქნება საქართველოსა და რუმინეთს შორის დაგეგმილი წყალქვეშა ელექტროსადენის პროექტი“, - წერია დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში, ბათუმისა და ფოთის პორტების მოდერნიზაციას, ასევე ანაკლიას ღრმაწყლოვანი პორტის აღდგენას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რათა წყალქვეშა კაბელისთვის და განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის საჭირო მძიმე აღჭურვილობის გადატანა და მართვა მოხერხდეს.

„რუმინეთში, ბულგარეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და უზბეკეთში განახლებადი ენერგიის მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს. თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში, არსებული გაზმომარაგების დივერსიფიკაცია ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში ჩამოთვლილია ის პროექტები, რომელთა განხორციელების რეკომენდაციას მსოფლიო ბანკი და ევროკომისია გასცემს, მათ შორის, ქუთაისის შემოვლითი გზა, ლოჯისტიკური ცენტრი ქუთაისში, კუმისის ლოჯისტიკური ცენტრი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სარკინიგზო დამაკავშირებელი გზა და ა.შ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics