13:11 - 17 Aug, 2026
|
2026-02-08 09:18:45, 1072 ნახვა
მსოფლიო
ნობელის პრემიის ლაურეატი ნარგეს მოჰამადი ირანში რეპრესიების წინააღმდეგ შიმშილობას აცხადებს
ირანელმა ადამიანის უფლებათა დამცველმა და ნობელის პრემიის ლაურიატმა ნარგეს მოჰამადიმ ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიებისა და მომიტინგეების დაპატიმრებების გასაპროტესტებლად შიმშილობა დაიწყო. მისი ოჯახის თქმით, ის ამას აკეთებს, რათა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ადამიანის უფლებების დარღვევებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლაზე მიიპყროს. ნარგეს მოჰამადი ირანში 2025 წელს კვლავ დააკავეს. ეს მოჰამადის მე-14 დაკავებაა. 2016 წელს მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სიკვდილით დასჯისა და ჰიჯაბის სავალდებულო ტარების წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა მოძრაობის ხელმძღვანელობისთვის. 2024 წლის დეკემბერში იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დროებით გაათავისუფლეს, თუმცა მისი გათავისუფლება რამდენჯერმე გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)