|
2016-03-29 16:54:46, 752 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი რეჟისორ ნანა მჭედლიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რეჟისორისა და მსახიობის, ნანა მჭედლიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს. „დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ რეჟისორისა და მსახიობის, ნანა მჭედლიძის გარდაცვალების გამო. ნანა მჭედლიძე მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართულ კინოს. მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეულმა, ყველასათვის საყვარელმა რეჟისორმა მდიდარი შემოქმედება დაგვიტოვა მემკვიდრეობად. მისი სახე სამუდამოდ დარჩება ჩვენს ხსოვნაში და იმ კინოფილმებიდან გავრცელებულ ფრთიან ფრაზებში გააგრძელებს სიცოცხლეს, დღესაც სიმოვნებით რომ უყურებს ყველა თაობის მაყურებელი. თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასი და საყვარელია ნანა მჭედლიძის შემოქმედება“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. ცნობისთვის, ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა მჭედლიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მჭედლიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებმა დაადასტურეს. ცნობისთვის, ანა მჭედლიძე 1926 წელს ხონში დაიბდა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს, სარეჟისორო ფაკულტეტი 1960 წელს. მისი ფილმებია - "მოდის მატარებელი", "აეროპორტი", "გზაში"(1964), "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება"(1967), "დიდედები და შვილიშვილები"(1969), "პირველი მერცხალი"(1975), "ნამდვილი თბილისელი", "იმერული ესკიზები"(1979), "უკვდავების თეთრი ვარდი"(1985). არის ავტორი წიგნისა "მხიარული მოთხრობები".
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)