|
2015-02-18 15:35:18, 548 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი: მიხარია, რომ პრეზიდენტმა კანდიდატი ქალი წარმოადგინა
„მიხარია, რომ პრეზიდენტმა კანდიდატი ქალი წარმოდგინა“, – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გიორგი მარგველაშვილის მიერ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურის დასახელება. მისივე განმარტებით, მართლმსაჯულების სისტემაში წამყვან პოზიციებზე უფრო მეტი ქალის წარმოდგენა, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია. მინისტრის შეფასებით, ნინო გვენეტაძე სისხლის სამართლის კარგი სპეციალისტია. „მე ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტმა კანდიდატი ქალი წარმოადგინა. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ქალი, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში წამყვანან პოზიციებზე არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდაომ ძლიერ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ. რაც შეეხება ნინო გვენეტაძეს, ის არის სისხლის სამართლის ძალიან დიდი პსეციალისტი და პროფესიონალი. დანარჩენი, რაც შეეხება მის დამტკიცებას ამ პოზიციაზე, მთავრობა ამ პროცესში ჩართული არ არის და ამ თემაზე კომპეტენცია მოლოდ საქართველოს პარლამენტს გააჩნია, სადაც როგორც ვიცი ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)