|
2016-03-29 13:28:33, 556 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს ხვდება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ბერნარ კაზნევთან პარიზში შეხვედრას გამართავს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი, როგორც მიგრაციის სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელი და ტრეფიკინგის წინააღმდეგ, ანტიკორუფციული, აგრეთვე, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოების თავმჯდომარე, ფრანგ მინისტრს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ ესაუბრება. მათივე ინფორმაციით, მინისტრები საქართველოსა და საფრანგეთისათვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ; ისაუბრებენ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, მიგრაციის მართვის, დოკუმენტების უსაფრთხოების საკითხებზე; იმსჯელებენ საქართველოდან საფრანგეთში მიგრაციის ნაკადების მართვის საკითხსა და დანაშაულთან ერთობლივი ბრძოლის გაძლიერებაზე; განიხილავენ საფრანგეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე ორი ქვეყნის პოლიციებს შორის თანამშრომლობის ხარისხს; პირადობის დამადასტურებელი საბუთების, მათ შორის, ნეიტრალური დოკუმენტების, უსაფრთხოების საკითხს; ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას საფრანგეთში არალეგალურად მყოფი პირების საქართველოში დაბრუნების მიზნით (რეადმისია); ნარკოტიკებთან, კორუფციასა და ტრეფიკინგთან ბრძოლის თემებს. საუბრისას მინისტრები შეეხებიან ტერორიზმის საფრთხეებს. შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის თეა წულუკიანის საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში იმართება. საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ერთად ფრანგ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიც შეხვდება. თეა წულუკიანი ბერნარ კაზნევს შარშან რიგის სამიტის წინაც შეხვდა. როგორც მაშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის პროცესისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობენ საქართველოს შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები, რომლებიც მიგრაციისა და დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე არიან პასუხისმგებელნი. თეა წულუკიანმა ევროკავშირის ქვეყნების მინისტრებთან ინდივიდუალურ რეჟიმში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)