|
2026-01-29 19:29:46, 576 ნახვა
პოლიტიკა
CNN: დონალდ ტრამპი ირანზე დიდი დარტყმისთვის ემზადება
„სიენენის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანზე დიდი დარტყმისთვის ემზადება. ამერიკული მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანთან ბირთვული პროგრამის გარშემო წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ვაშინგტონში განიხილავენ ირანზე დარტყმების მიტანის შესაძლებლობას. მედიის ინფორმაციით, სამიზნე იქნება როგორც ბირთვული ობიექტები, ასევე ირანის ხელმძღვანელობა და სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთაც, წყაროების ცნობით, ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დახოცვაზე აკისრებენ პასუხისმგებლობას. „სიენენი“ ასევე წერს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ამასთან, წყაროს ცნობით, ჩიხში შესულ მოლაპარაკებებში ვაშინგტონის მოთხოვნა იყო, რომ ირანი დათანხმებულიყო ბალისტიკური რაკეტების მოქმედების რადიუსის შემცირებას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისრაელისთვის. „სიენენის“ ინფორმაციით, წინაპირობებს შორის ასევე სახელდებოდა ირანის მიერ ურანის გამდიდრებაზე საბოლოოდ უარის თქმა, ბალისტიკური რაკეტების შემუშავების პროგრამებზე შეზღუდვების დაწესება და რეგიონული მარიონეტული ძალების მხარდაჭერის შეწყვეტა. როგორც მედია იტყობინება, საპასუხოდ ირანმა განაცხადა, რომ მზად არის მხოლოდ ბირთვული პროგრამის გარშემო საკითხების განსახილველად.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)