|
2026-01-29 19:11:10, 639 ნახვა
პოლიტიკა
ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ჯგუფურად ძალადობის საქმეზე ბრალი წარედგინა
პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის საქმეზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყება შარაშიძისთვის აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
დავით შარაშიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება – ცნობილია, რომ ამ ეტაპზე ორი პირი მიმალვაშია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათი დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)