|
2026-01-28 13:36:41, 653 ნახვა
პოლიტიკა
The Hill - ფრონტერას დამფუძნებელი ნიკანდროსი აშშ-ის კონგრესში MEGOBARI აქტის წინააღმდეგ ლობირებს
The Hill-ი წერს, რომ სტივ ნიკანდროსმა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, 2026 წლის იანვარში წერილი გაუგზავნა სულ მცირე ერთ რესპუბლიკელ კონგრესმენს ხმის „მეგობარი აქტის“ (MEGOBARI Act) წინააღმდეგ მიცემის თხოვნით. რესპუბლიკელი პარტიის მსხვილი დონორი და ტეხასელი ნავთობინდუსტრიის აღმასრულებელი დირექტორი სტივ ნიკანდროსი აშშ-ის კონგრესში ლობირებს ორპარტიული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში პრორუსი და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო პასუხისმგებელ ოფიციალურ პირებზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ იუწყება The Hill, რომელმაც მოიპოვა შესაბამისი წერილი. გამოცემა წყაროების დაცვის მიზნით კანონმდებლის ვინაობას არ ასახელებს. წერილში ნიკანდროსი აღნიშნავს, რომ მისი კომპანია საქართველოში მომდევნო ორი წლის განმავლობაში 100 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი საინვესტიციო პროგრამის განხორციელებას გეგმავს. მისი თქმით, MEGOBARI აქტი და თბილისის წინააღმდეგ შესაძლო სანქციები ზიანს მიაყენებს საქართველოში მოქმედ ამერიკულ ბიზნესებს. MEGOBARI აქტი მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ხარჯების დაკისრებას ძალადობრივი რეპრესიების, დემოკრატიული უკუსვლისა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიმართ დაახლოების გამო. კანონპროექტი მარტში წარმომადგენელთა პალატამ ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო, თუმცა სენატში მისი წინსვლა რესპუბლიკელმა სენატორმა მარკვეინ მალინმა (ოკლაჰომა) დაბლოკა. ნიკანდროსი მალინის საარჩევნო კამპანიისა და მისი პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის დონორია. თავად მალინმა The Hill-ს განუცხადა, რომ მისი პოზიცია MEGOBARI აქტის მიმართ ნიკანდროსთან კავშირში არ არის. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს მალინი აქტიურად იცავდა ნიკანდროსის კომპანიას - Frontera Resources-ს - საქართველოს მთავრობასთან არსებულ დავაში. იმ პერიოდში კომპანიამ საქართველოში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება დააანონსა და ლობირებაზე დაახლოებით 1 მილიონი დოლარი დახარჯა. მოგვიანებით, საქართველოს ხელისუფლებამ Frontera-ს საქმიანობის განახლების უფლება მისცა.
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)