|
2026-01-28 09:24:01, 1063 ნახვა
საზოგადოება
მეთორმეტე კლასის შესაძლებლობა დარჩება ნებაყოფლობითი და სწავლა წარიმართება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში, XI კლასში უზრუნველყოფილი იქნება სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც მოსწავლეებს ეროვნული გამოცდებისთვის მიზანმიმართული და სისტემური მომზადების შესაძლებლობას მისცემს. კონცეფციის თანახმად აღნიშნული სიახლე შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც XI კლასს დაასრულებენ 2027-2028 სასწავლო წელს. “ზოგადი განათლების შინაარსის განვითარების პროცესში სასწავლო პროგრამების რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება ფუნდამენტური საგნების სწავლების გაძლიერება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე, ვინაიდან ისინი ასრულებენ ძირითად როლს ეროვნული თვითმყოფადობის, ისტორიული მეხსიერებისა და სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში. სახელმწიფო ენის სწავლება გახდება არა მხოლოდ ლინგვისტური უნარების, არამედ კულტურული აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების განმტკიცების მექანიზმი. საკვანძო მიმართულება ასევე იქნება ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების – მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის – სწავლების გაძლიერება. სკოლის დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასები) მოსწავლეებში ჩამოყალიბდება კითხვის, წერისა და მათემატიკური აზროვნების საფუძვლები. სკოლის საბაზო საფეხურზე (VII-IX კლასები) სწორად გადანაწილდება სასწავლო პროგრამის შინაარსი და ჭარბი აკადემიური დატვირთვა ჩანაცვლდება ინტერაქციური სწავლითა და მრავალფეროვანი გამოცდილების მიღებით, რაც 9 წლის განმავლობაში სრულად უზრუნველყოფს ფუნდამენტური კომპეტენციების განვითარებას. სკოლის საშუალო საფეხურზე (X-XI კლასები) სასწავლო პროგრამები გახდება მიზანმიმართული, პროფილური სწავლების პრინციპზე დაფუძნებული და სინქრონიზებული აკადემიურ და პროფესიულ მოთხოვნებთან. ეროვნული გამოცდები სრულ თანხვედრაში მოვა ეროვნული სასწავლო გეგმის სასწავლო შინაარსთან. ამ პროცესის მხარდასაჭერად, XI კლასში უზრუნველყოფილი იქნება სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის. აღნიშნული სიახლე შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც XI კლასს დაასრულებენ 2027-2028 სასწავლო წელს“,- ნათქვამია კონცეფციაში. ამასთან, კონცეფციის თანხმად, XII კლასის შესაძლებლობა დარჩება ნებაყოფლობითი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დამატებით მოისურვებენ აკადემიური მზადყოფნის განმტკიცებას. „XII კლასში სწავლა წარიმართება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს პროცესის მორგებას მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებზე, ხოლო სკოლებს მისცემს შესაძლებლობას, ეფექტიანად დაგეგმონ საგანმანათლებლო და ადამიანური რესურსი”,- ნათქვამია მთავრობის მიერ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციაში.
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)