|
2026-01-26 23:55:25, 791 ნახვა
პოლიტიკა
გაეროს მომხსენებელი "ოცნების" ხელისუფლების რეპრესიულ კანონმდებლობაზე საუბრობს
მერი ლოლორი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში საქართველოში ბოლო პერიოდში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასა და "ოცნების" ხელისუფლების მიერ შემოღებულ არაერთ რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, იგი წერს, რომ მისი ვიზიტისას საქართველოში, 2023 წელს დააფიქსირა სამოქალაქო საზოგადოების, კრიტიკული ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი უფლებადამცველებისკენ მიმართული სამთავრობო რეპრესიები. იგი ასევე საუბრობს ე.წ. ფარა კანონისა და კიდევ სხვა შემზღუდველი კანონის გაუქმების აუცილებლობაზე. "2021 წელს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საყოველთაო პერიოდული მიმოხილვის (UPR) ბოლო ანგარიშის შემდეგ, ჩემმა მანდატმა ჟენევაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას 8 მიმართვა გაუგზავნა (დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად), რომელთაგან არცერთზე პასუხი არ მიგვიღია. მე ასევე ვიმყოფებოდი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში და 2024 წლის მარტში ჩემი ანგარიში წარვუდგინე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს. ჩემი ვიზიტის დროს მე დავაფიქსირე ადამიანის უფლებათა დაცვის სივრცის სერიოზული შევიწროება საქართველოში, რაც გამოიხატება სამოქალაქო საზოგადოების, კრიტიკული ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართული სამთავრობო რეპრესიებით. 2023 წლიდან უფლებადამცველები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების გამო დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების მსხვერპლნი გახდნენ. 2025 წლის მაისიდან ძალაში შესული კანონი აიძულებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, დარეგისტრირდნენ „უცხოური ინტერესების“ გამტარებელ ორგანიზაციებად და წარადგინონ დეტალური წლიური ფინანსური დეკლარაციები. მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება გამოაცხადა, მასობრივ პროტესტს მოჰყვა ადამიანის უფლებათა სავარაუდო ფართომასშტაბიანი დარღვევები, ძალის გადამეტებული გამოყენება და დაკავებისას წამების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლამდე საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო რეფორმები შეკრებების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის შესახებ, რაც სერიოზულად ზღუდავს ადამიანის უფლებათა დაცვის შესაძლებლობას. სამოქალაქო საზოგადოება ასევე გახდა ახალი კანონების სამიზნე, მათ შორის არის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტი“ (FARA) და „კანონი გრანტების შესახებ“, რომელიც ორგანიზაციებს გრანტების მიღებას ან განახლებას უზღუდავს მთავრობის თანხმობის გარეშე. ამ კანონების პარალელურად, საქართველოში უფლებადამცველები აწყდებიან დისკრედიტაციის კამპანიებსა და ყალბ სისხლის სამართლის საქმეებს, მათ შორის „საბოტაჟის“ მუხლით. განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტები არიან LGBTIQ+ უფლებადამცველები, მათ შორის ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის კანონის“ მეშვეობით. საქართველომ უნდა: გააუქმოს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტი“ და ბოლო ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში;
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)