|
2016-03-29 10:48:11, 525 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის და განათლების მინისტრები ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფებიან
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაშივილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში, კერძოდ, სილეზიის სავოევეოდოში იმყოფებიან. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტი 29 მარტიდან 1 აპრილამდე პერიოდს მოიცავს. ვიზიტის ფარგლებში განიხილება აჭარა-სილეზიის თანამშრომლობის 2015-2016 წლის სამუშაო პროგრამა და განისაზღვრება სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები: სილეზიის სავოევოდოს პარლამენტის პრეზიდენტ გჟეგოჟ ვოლნიკთან, სილეზიის სავოევოდოს მარშალ ვოიჩეხ საუგასთან, სავოევოდოს საბჭოს წევრებთან და ქ. პიეკარი სლასკიეს და ქ. ქიეზინის მერებთან. 2016 წლის სამუშაო პროგრამა, ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით, სილეზიის სავოევოდოს წამყავან სამედიცინო დაწესებულებებში ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს ექიმებისა და მედდების კვალიფიკაციის ამაღლებას, ონკოლოგიის სფეროში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის სპეციალიზებული ტრენინგის ჩატარებას, ქ ბათუმის მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში პოლონელი რევმატოლოგის ერთთვიან ვიზიტს, კონსულტაციას და გამოცდილების გაზიარებას, ასევე შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის სპეციალისტების გადამზადებას ითვალისწინებს. 2015 წლის აგვისტოს თვეში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სილეზიის სავოევოდოს მთავრობებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ექიმი-რევმატოლოგი და ექიმი-ლაბორანტი გამოცდილების გაზიარების მიზნით სილეზიის სავოევოდოს „უსტრონის რევმატოლოგიის და რეაბილიტოლოგიის ჰოსპიტალში“ იმყოფებოდნენ. გადამზადების 2 კვირიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. ცნობისთვის, სილეზიის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა 2011 წელს დაიწყო. 2011–2013 წწ პოლონეთში სილეზიის გულის დაავადებათა ცენტრ „ზაბრზეში“ აჭარის სამედიცინო დაწესებულებებიდან სტაჟირების კურსი გაიარა შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ. 2013 წელს პოლონეთის ონკოლოგიურ ცენტრში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით იმყოფებოდა აჭარის ონკოლოგიური საავადმყოფოს დირექტორი. 2014 წელს ქ. ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით სტუმრობდა პოლონელი რეაბილიტოლოგი.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)