|
2026-01-19 15:56:53, 819 ნახვა
პოლიტიკა
ჩინეთი მოუწოდებს აშშ-ს, შეწყვიტოს გრენლანდიასთან დაკავშირებით ჩინურ საფრთხეზე საუბარი
ჩინეთმა არაერთხელ გამოხატა თავისი პოზიცია გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით და მოუწოდა შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს ეგრეთ წოდებული „ჩინური საფრთხის“ გამოყენება საკუთარი ინტერესების განსახორციელებელ საბაბად, განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გუო ძიაკუნმა. ჩინური მედიის თანახმად, დიპლომატმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართალი არსებული საერთაშორისო წესრიგის საფუძველია და მკაცრად უნდა იყოს დაცული. გუო ძიაკუნმა ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადების საპასუხოდ გააკეთა. 17 იანვარს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც მხარს უჭერენ დანიის ტერიტორიულ მთლიანობას და საკუთარი სამხედროები გააგზავნა გრენლანდიაში. მისივე თქმით, "გადასახადი შენარჩუნდება მანამდე, სანამ არ იქნება მიღწეული შეთანხმება გრენლანდიის სრულ და აბსოლუტურ შესყიდვაზე“. დანიისა და გრენლანდიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ „გრენლანდია არ იყიდება“ და კუნძულის ბედი შეერთებულმა შტატებმა არ უნდა გადაწყვიტოს. ისინი არ იზიარებენ ტრამპის მტკიცებას, რომ კუნძულს რუსეთის ან ჩინეთის კონტროლის ქვეშ მოხვედრის საფრთხე ემუქრება. 18 იანვარს ერთობლივ განცხადებაში ევროპის რვა ქვეყანამ აღნიშნა, რომ სოლიდარობას უცხადებენ დანიის სამეფოს და გრენლანდიის ხალხს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ არქტიკის ამ კუნძულის ანექსიის მუქარის შემდეგ. „როგორც ნატოს წევრები, ჩვენ ვალდებული ვართ, გავაძლიეროთ არქტიკის უსაფრთხოება, როგორც საერთო ტრანსატლანტიკური ტრამპმა არაერთხელ დაადასტურა გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების სურვილი. პირველად ეს იდეა მან 2019 წელს, თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადისას გაახმაურა. ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ამერიკელი სამხედროებისთვის და რომ დანიამ საკმარისი არ გააკეთა მის დასაცავად.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)